გალერეა

კონტაქტი

რემონტის დეტალები

ბინაში სარემონტო სამუშაოები დავიწყეთ შავი კარკასიდან.კედლები შეილესა იზოგიფსით,დაიქსელა მაღალი ხარისხის ელ.სადენები,დამონტაჟდა ლეგრანისა და საიმონის ფირმის ჩართველ-ამომრთველები.

გათბობის მილები დაიქსელა მეტალო პლასმასის კოლექტორული სისტემით.სანტექნიკა დაიქსელა ფირატის მილებით,დამონტაჟდა იტალიური წარმოების 24 კილოვატიანი გამათბობელი ქვაბი და იტალირი წარმოების ალუმინის რადიატორები.

ჭერის მოპირკეთება მოხდა თაბაშირ-მუყაოს ფილებით(გიფსოკარდონი),შემდეგ დამუშავდა აბეესის და კნაოფის წარმოების ფითხით(შპაკლი).კედლის ზედაპირი დაიფარა გერმანული წარმოების შპალერით,ხოლოს ჭერის ზედაპირი დაიფარა ვერნილაკის დუროპალის საღებავით.

ჰოლის იატაკზე გამოყენებულია  ესპანური წარმოების კერამო-გრანიტის ფილები,ღიობების ამოსავსებად კი ბერძნული წარმოების ფუგა.

აბაზანის კელდები მოპირკეთდა ესპანური წარმოების კერამო-გრანიტის ფილებით.ჭერზე გაიჭიმა ფრანგული გასაჭიმი ჭერი (ბარისოლი)

საცხოვრებელი სახლის იატაკი მოპირკეთდა მუხის ხის პარკეტით,ზედაპირი მოიხვეწა გერმანული აპარატით(ციკლოვკა).პარკეტის ზედაპირის დასაფარად გამოყენებულია გერმანული წარმოების წყლის ბაზაზე დამზადებული ეკოლოგიურად სუფთა ლაქი.

მეტი სიმყუდროვისა და თანამედროვე დიზაინის შესაქმნელად  მისაღებ ოთახში თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციაში დავამონტაჟეთ დეკორატიული ბუხარი(ელექტრო ბუხარი).ბინაში განთავსებული შიდა კარი და კუთხოვანა (პლინტუსი) არის ქართული წარმოების (შეღებილი მდფ.).ჩაშენებული ავეჯის ასაწყობად გამოყენებულია იტალირი წარმოების ლამინატი.

სარემონტო სამუშაოებს უძღვებოდა პროექტების მენეჯერი(პრარაბი),ხოლო სამუშაოებს ასრულებდა ჯეორემონტის 18 კაციანი გუნდი.