გალერეა

კონტაქტი

ლოკაცია:
სანზონა გურამიშვილის გამზირი
ვადა :
62 დღე

[65მ2]

ფართი

ბინაში სარემონტო სამუშაოები დავიწყეთ თეთრი კარკასიდან.პირველ ეტაპზე დავქსელეთ ელ.სადენები(ელეტროობა)ბინაში დავამონტაჟეთ ჭკვიანი სახლი,რომელიც იმართება ინტერნეტის გუგლის დახმარებით.ჩამრთველებზე და ამომრთველებზე გამოვიყენეთ საიმონის და ლეგრანის ფირმის მოდელები.სანათები (ჭაღები) შევიძინეთ ახალ ნათებაში.

ბინაში დავქსელეთ გათბობის სისტემა(სანტექნიკა)მეტალო პლასმასის მილებით(კოლექტორული სისტემით)გამათბობელი ქვაბი დავამონტაჟეთ 24 კვტ.იანი იტალიური წარმოების,ასევე გამოვიყენეთ თანამედროვე დიზაინის რადიატორები.

კედლები დავამუშავეთ აბეესით და კნაოფის ფითხით(შპაკლი).ჭერზე ავაწყეთ თაბაშირ-მუყაოს ფილები(გიფსო კარდონი),რომელიც დამუშავებისთვის კვლავ გამოვიყენეთ აბეესი და კნაოფის ფითხი.კედლის ზედაპირი დაიფარა შპალერის ქაღალდით ,ხოლო ჭერი შეიღება ვერნილაკის დუროპანის საღებავით.

ჭერსა და კედლებზე თანამედროვე დიზაინისთვის გამოვიყენეთ ხის ფიცრული.იატაკზე კი გამოყენებულია გერმანული წარმოების ლამინატი.(33 კლასი)

აბაზანის კედლები და იტაკი მოვაპირკეთეთ ესპანური წარმოების კერამო გრანიტის ფილებით(კაფელ-მეტლახი)

აბაზანაში გაიჭიმა ფრანგული გასაჭიმი ჭერი(ბარისოლი),დავამონტაჟეთ გებერიტის წარმოების ჩასაშენებელი უნიტაზი.აბაზანაში გამოყენებულია ჩასაშენებელი ონკანი და დუში.

ერთ-ერთი საზინებლის კედლები მოვაპირკეთეთ ნაჭრის დარბილებით,რომელმაც შექმნა თანამედროვე სტილი.

სამზარეულო და ჩაშენებეული კარადები დავამზადეთ იტალიური წარმოების ლამინატით.სამზარეულოს ზედაპირზე დავამონტაჟეთ ხელოვნური მარმარილო(სტალიშნიცა).ფართუკად გამოვიყენეთ იგივე მასალა (ხელოვნური მარმარილო).

ბინაში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა ჯეორემონტის 15 კაციანი ჯგუფი.სარემონტო სამუშაოებს უძღვებოდა პროექტების მენეჯერი(პრარაბი).

სარემონტო სამუშაოები

გსურთ მიიღოთ მაღალი ხარისხის სარემონოტო მომსახურეობა ?

ჯეორემონტი არის გუნდი,რომელიც მუდამ მზად არის შეასრულოს ნებისმიერი სირთულის სარემონტო სამუშაო უმოკლეს დროში ხარისხის გარანტიით .

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გაეცანით ჩვენს სერვისებს და მიიღეთ სრული სარემონტო მომსახურეობა .

 თანხის გადახდა 

თანხის გადახდა ჩვენთან ხდება ეტაპობრივად ,შესასრულებელი სამუშაოების ეტაპების მიხედვით.
მაგ:ელექტროობის მონტაჟისთვის საწყის ეტაპზე იხდით მხოლოდ მასალის თანხას ,მონტაჟის შემდეგ კი ხელობის თანხას 

ხარისხი

ჯეორემონტის გუნდი მაქსიმალურად ორიენტირებულია მაღალ ხარისხზე ,მაღალი ხარისხის მისაღებად კი საჭიროა პროექტის მენეჯერის მუდმივი ზედამხედველობა გამოცდილ ხელოსნებთან ერთად აუცილებელია სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღალი ხარისხი.

როგორ ვმუშაობთ

მხოლოდ ერთი ზარით ვათანხმებთ დამკვეთთან საკონსულტაციო შეხვედრას მისივე სარემონტო ბინაში ,ვათანხმებთ შესასრულებელ სამუშაოს და პერიოდს ,რის შემდეგაც მზადდება განფასება ,სადაც დეტალურად არის გაწერილი შესასრულებელი სამუშაოს მასალები და მომსახურეობის თანხა .

დამკვეთთან ერთად ხდება განფასების დეტალური განხილვა ,შეთანხმების შემთხვევაში მითითებულ მეილზე გადაეგზავნება განფასება და ვიწყებთ სარემონტო სამუშაოებს .

სარემონტო სამუშაოებს აკონტროლებს პროექტის მენეჯერი ,ასევე ეხმარება მომხმარებელს ხარისხიანი მასალების შეძენა შერჩევაში .