Სარჩევი
ჩვენი ნამუშევრები ბინა ისანში
ბინაში ჩატარდა მცირე სადემონტაჟო სამუშაოები,დაიქსელა მაღალი ხარისხის ელ.სადენები(ელექტროობა)
- დამონტაჟდა საიმონის ფირმის ჩამრთველები,მაღალი ხარისხის ჭაღები.
- სანტექნიკა -გათბობა დაიქსელა კოლექტორული სისტემის მეტალო-პლასმასის მილემით.
- დამონტაჟდა იტალიური წარმოების 24 ვატიანი გამათბობელი ქვაბი ,ასევე იტალიური ალუმინის რადიატორები.
- დამონტაჟდა გებერიტის ფირმის ჩაშენებული უნიტაზი.
- აბაზანა მოპირკეთდა ესპანური კერამო გრანიტის კაფელ-მეტლახით.გამოვიყენეთ გასაჭიმი ჭერი (ბორისოლი)
მისაღებ და საძინებელ ოთახში გამოყენებულია თაბაშირ-მუყაოს ჭერები(გიფსო კარდონი)თაბაშირ-მუყაოს ჭერები დამუშავდა კნაუფის ფითხით,(შპაკლით)ჭერზე გამოყენებულია კაპაროლის საღებავი,კედლები დამუშავდა კნაუფის ფითხით(შპაკლი)და ჩატარდა სამღებრო სამუშაოები(მალიარკა)კედლის ზედაპირი დაიფარა შპაკლით.
იატაკი მოპირკეთებულია მაღალი ხარისხის ლამინატით.
ერთ-ერთ საძინებელ ოთახში კედელზე გამოყენებულია ხე,რომელიც მეტ სითბოს და სიმყუდროვეს ქმნის,ხოლო მეორე საძინებელ ოთახში თანამედროვე დიზაინის შესაქმნელად გამოვიყენეთ კერამო გრანიტის ფილები.
მისაღები ოთახის კედლები მოპირკეთდა ძველი ქართული აგურის ფილებით,რომელიც ასევე გამოვიყენეთ ტევე კედლეზე ,მეტი ეფექტისთვის დავამატეთ ხის კოჭები და ფიცრული .
ობიექტს ხელმძღვანელობდა ჩვენი წარმატებული რემონტების მენეჯერი.(პრარაბი)
ხარისხი
ჯეორემონტის გუნდი მაქსიმალურად ორიენტირებულია მაღალ ხარისხზე ,მაღალი ხარისხის მისაღებად კი საჭიროა პროექტის მენეჯერის მუდმივი ზედამხედველობა გამოცდილ ხელოსნებთან ერთად აუცილებელია სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღალი ხარისხი.
არქიტ:
ვადა:
ლოკაცია: თბილისი,ისანი
შეუკვეთე დღესვე და მიიღე FREE / უფასო ხარჯთაღრიცხვა
სარემონტო სამუშაოები
გსურთ მიიღოთ მაღალი ხარისხის სარემონოტო მომსახურეობა ?
ჯეორემონტი არის გუნდი,რომელიც მუდამ მზად არის შეასრულოს ნებისმიერი სირთულის სარემონტო სამუშაო უმოკლეს დროში ხარისხის გარანტიით .
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გაეცანით ჩვენს სერვისებს და მიიღეთ სრული სარემონტო მომსახურეობა .
თანხის გადახდა
თანხის გადახდა ჩვენთან ხდება ეტაპობრივად ,შესასრულებელი სამუშაოების ეტაპების მიხედვით.
მაგ:ელექტროობის მონტაჟისთვის საწყის ეტაპზე იხდით მხოლოდ მასალის თანხას ,მონტაჟის შემდეგ კი ხელობის თანხას
როგორ ვმუშაობთ
მხოლოდ ერთი ზარით ვათანხმებთ დამკვეთთან საკონსულტაციო შეხვედრას მისივე სარემონტო ბინაში ,ვათანხმებთ შესასრულებელ სამუშაოს და პერიოდს ,რის შემდეგაც მზადდება განფასება ,სადაც დეტალურად არის გაწერილი შესასრულებელი სამუშაოს მასალები და მომსახურეობის თანხა .
დამკვეთთან ერთად ხდება განფასების დეტალური განხილვა ,შეთანხმების შემთხვევაში მითითებულ მეილზე გადაეგზავნება განფასება და ვიწყებთ სარემონტო სამუშაოებს .
სარემონტო სამუშაოებს აკონტროლებს პროექტის მენეჯერი ,ასევე ეხმარება მომხმარებელს ხარისხიანი მასალების შეძენა შერჩევაში .